ბახტრიონის ქუჩაზე სუპერმარკეტი "ორი ნაბიჯი" დააყაჩაღეს. ამის შესახებ ინფორმაცია ტაბულას შს სამინისტროს პრესსამსახურმა დაუდასტურა. საქმე ყაჩაღობის მუხლით არის აღძრული. სამინისტროში ძარცვის დრო ვერ დააზუსტეს, თუმცა ტაბულას ინფორმაციით ის დღეს საღამოს მოხდა.
ამ დროისთვის ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ. დამნაშავეები დაკავებულები ჯერჯერობით არ არიან.
კრიმინალი
შსს ადასტურებს, რომ ბახტრიონზე ყაჩაღობა მოხდა

metro.us




