საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2014 წლის ივლისში საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდის ტემპი 7.2% იყო. სულ 2014 წლის მეორე კვარტლის მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო რეალურმა ზრდამ 5.1% შეადგინა. ხოლო წლის პირველი ნახევრის საშუალო ზრდა 6.2% იყო.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში ივლისის თვეში 3 472 ახალი საწარმო დარეგისტრირდა. წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის ზრდამ 15.4% შეადგინა.
წინასწარი შეფასებით, საქონლის ექსპორტი წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 12.8%-ით გაიზარდა, იმპორტის ზრდამ 15% შეადგინა, ხოლო საგარეო სავაჭრო ბრუნვა 14.4%-ით აღემატება 2013 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ექსპორტის ზრდის დიდი ნაწილი ყურძენსა და ნატურალურ ღვინოებზე მოდის, რომელიც 2013 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 100%-ზე მეტით გაიზარდა.