ომი უკრაინაში

უკრაინას NATO-ში გაწევრიანება სურს

უკრაინის მთავრობამ პარლამენტს კანონპროექტით მიმართა, რომელიც უკრაინის ნეიტრალური სტატუსის შესახებ კანონის გაუქმებას ითვალისწინებს, რომელიც იანუკოვიჩის ხელსუფლებაში ყოფნის დროს მიიღეს.

უკრაინული მედიის ცნობით, ოკუპირებულ ქალაქ ნოვოაზოვსკში 60-მდე რუსული ტანკი შევიდა, რომლებსაც ე. წ.-ი დონეცკის რესპუბლიკის ფერებში ღებავენ. ვლადიმირ პუტინმა საგანგებო განცხადება გამოქვეყნა, რომელშჩიც ე. წ. მოხალისეებს მოუწოდებს ალყაში მოხვედრილ უკრაინელებს ჰუმანიტარული დერეფანი გაუხსნან. კიევში მოქალაქეებმა მთავრობისგან ალყაში მოქცეულ მოხალისეთა ბატალიონების გადასარჩენად ქმედითი ზომები მოითხოვეს.

კომენტარები