ომი უკრაინაში

ავაკოვი: რადაში შევა კანონპროექტი, რითაც უკრაინის ნეიტრალური სტატუსი უქმდება

უკრაინის პრემიერმა მიღო გადაწყვეტილება, უმაღლეს რადაში დაუყოვნებლივ შეიტანოს კანონპროექტი, რომელიც უკრაინის ნეიტრალური („ბლოკგარეშე“) სტატუსის გაუქმებას ითვალისწინებს. ამის შესახებ Facebook-ის საკუთარ გვერდზე უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვმა დაწერა.

„თუ პარლამენტი ამას მხარს დაუჭერს, ეს NATO-სკენ პირდაპირი გზა იქნება. ამ სიტუაციაში ასეთი ნაბიჯის წინააღმდეგ მხოლოდ უგუნურები თუ გამოვლენ“, - აღნიშნა ავაკოვმა.

კანონი, რომელიც უკრაინას რომელიმე სამხედრო ბლოკის წევრობას უკრძალავდა, ქვეყნის პარლამენტმა ვიქტორ იანუკოვიჩის ხელისუფლებაში ყოფნის დროს, რუსეთის მოთხოვნით მიიღო.

კომენტარები