საფრანგეთის პრეზიდენტმა რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდა.
ფრანსუა ოლანდის თქმით, „რუსეთმა პატივი უნდა სცეს უკრაინის სუვერენიტეტს, შეწყვიტოს სეპარატისტების მხარდაჭერა და დაარწმუნოს ისინი ცეცხლს ორმხრივ შეწყვეტას დათანხმდნენ".
„რუსეთმა უნდა გააკონტროლოს საკუთარი საზღვარი და შეწყვიტოს იარაღისა და ტექნიკის გადაადგილება და, რასაკვირველია, თუ დამტკიცდება, რომ რუსი ჯარისკაცები უკრაინის ტერიტორიაზე იმყოფებიან, ეს დაუშვებელი და მიუღებელია", - განაცხადა ოლანდმა 28 აგვისტოს.





