ომი უკრაინაში

თავდაცვის სამინისტრო: უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერა არ განიხილება

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, უწყება უკრაინისთვის მხოლოდ ჰუმანიტარულ და პოლიტიკურ მხარდაჭერას განიხილავს. ამის შესახებ ტაბულას სამინისტროში ალექსი პეტრიაშვილის განცხადების კომენტირებისას განუცხადეს. კერძოდ, ევროპასა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა მოუწოდა დემოკრატიულ სახელმწიფოებს, "მიიღონ ქმედითი ზომები უკრაინის დამოუკიდებლობის და თავისუფლების დასაცავად! გადაუდებლად უნდა მოხდეს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენა და დაერქვას ყველას და ყველაფერს თავისი სახელი".

ცნობისთვის, უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების რეგულარული ნაწილები შეიჭრნენ. კიევი დახმარებისთვის საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს. უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო, პეტრო პოროშენკომ თურქეთში ვიზიტი გააუქმა.

კომენტარები