საქართველო-თურქეთი

პრემიერი: საქართველოს უნდა ჰქონდეს მჭიდრო ურთიერთობა თურქეთთან

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, "საქართველოს უნდა ჰქონდეს მჭიდრო ურთიერთობა თურქეთთან". ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტებს თურქეთის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე გამგზავრებამდე უთხრა.

"დღეს მივემგზავრები თურქეთში პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასასწრებად. მე მსურს განვაცხადო, რომ თურქეთი ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია და მასთან უნდა გვქონდეს ძალიან მჭიდრო ურთიერთობა", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინაუგურაციას საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად, 80-მდე ქვეყნის პირველი პირი და უმაღლესი წარმომადგენელი დაესწრება. ერდოღანის ინაუგურაცია დღეს, თურქეთის დედაქალაქ ანკარაში გაიმართება. 

კომენტარები