საქართველო-თურქეთი

"დიპლომატიის აღდგენა ფრაგმენტულ სამყაროში" – კობახიძე თურქეთში ფორუმს დაესწრება

ივანიშვილის წარმომადგენელი ირაკლი კობახიძე 11-13 აპრილს თურქეთში, ანტალიის დიპლომატიის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას, რომლის მთავარი თემაა "დიპლომატიის აღდგენა ფრაგმენტულ სამყაროში“ და ის უკვე მეოთხედ იმართება - ინფორმაციას კობახიძის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ანტალიის დიპლომატიის ფორუმზე შეკრებილი მსოფლიო ლიდერები, პოლიტიკოსები, მეცნიერები, ბიზნესის, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, თანამედროვე სამყაროში დიპლომატიის წინაშე მდგარ გამოწვევებს განიხილავენ და დიპლომატიის როლსა და ძირითად პრინციპებზე, კონფლიქტების მოგვარების ინსტრუმენტებსა და მედიაციის სტრატეგიაზე იმსჯელებენ.

ფორუმს დაესწრება ივანიშვილის კიდევ ერთი წარმომადგენელი მაკა ბოჭორიშვილი.

კომენტარები