ანხელ დი მარია

დი მარია: მადრიდის რეალიდან წასვლა ჩემი სურვილი არ ყოფილა

telegraph.co.uk

არგენტინელი ანხელ დი მარია 60 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ, მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელი გახდა - ეს ბრიტანეთისთვის რეკორდული ტრანსფერია.

ამის მიუხედავად, როგორც გაირკვა, ფეხბურთელს ჩემპიონთა ლიგის მოქმედ გამარჯვებულებთან ახალი კონტრაქტის გაფორმება სურდა. ესპანურ გამოცემა მარკაში გამოქვეყნებულ წერილში, დი მარია სამეფო კლუბის გულშემატკივრებს მიმართავს და საინტერესო დეტალებზე საბრობს.

"სამწუხაროდ, დღეს უნდა წავიდე, მაგრამ მინდა ნათელი იყოს, რომ ეს არასოდეს ყოფილა ჩემი სურვილი. თასის მოგების შემდეგ, მსოფლიოს ჩემპიონატზე გავემგზავრე და იმედი მქონდა, რომ ახალ ხელშეკრულებას გავაფორმებდი, მაგრამ კონტრაქტი არ შემოუთავაზებიათ. ბევრი რამ, მათ შორის ბევრი ტყუილი ითქვა. მათ სურდათ კლუბის დატოვების ინიციატივა გამომეჩინა, მაგრამ ასე არ მოვიქეცი", - განაცხადა დი მარიამ.

რაც შეეხება მანჩესტერ იუნაიტედს, დი მარიას ახალი კლუბი გუშინ, Capital One-ის თასზე მილტონ კეინს დონსთან 4:0 დამარცხდა.

 

კომენტარები