უვიზო მიმოსვლა

სესიაშვილი: არაფრისმქონე რომ შემოდის ან უნდა მოიპაროს ან სამუშაო იპოვოს

შემოდიოდნენ სხვა ინტერესების მატარებელი ჯგუფები, რომლებსაც სურვილი ჰქონდათ და ეძებდნენ გარკვეულ გზებს სხვა ქვეყნებში მოსახვედრად... უმუშევარი, არაფრისმქონე რომ შემოდის, ან უნდა მოიპაროს ან უნდა სამუშაო იპოვოს, ე.ი. ჩვენს თანამოქალაქეს უნდა წაართვას... ამის წინააღმდეგი არავინ არ არის, არავინ არ არის რასისტული მიდგომებით. ეს პროცესი არის სწორი, ემყარება საერთო რეგულაციას, რომელიც საერთო ჯამში ჩამოაყალიბებს იმ სტანდარტებს, რაც ევროკავშირს აქვს.

 

ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი სესიაშვილმა მთავრობის ახალი სავიზო რეგულაციები. 1-ლი სექტემბრიდან, საქართველოსთან უვიზო რეჟიმი 24 ქვეყანას გაუუქმდა, 94 ქვეყნისთვის კი, კვლავ უვიზო რეჟიმი იმოქმედებს.

კომენტარები