კრიზისი უკრაინაში

ლავროვი: რუსეთი უკრაინაში ახალ ე.წ. ჰუმანიტარულ კოლონას გაგზავნის

ლავროვი
novinite.com

რუსეთი უკრაინაში ახალ ე.წ. ჰუმანიტარულ კოლონას გაგზავნის. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა. ლავროვის თქმით, ამის შესახებ მან წინასწარ უკრაინის მხარეს აცნობა.

პირველი ჰუმანიტარული კოლონა ქვეყანაში კიევის ნებართვის გარეშე 22 აგვისტოს შევიდა, რასაც უკრაინისა და დასავლეთის პროტესტი მოჰყვა. უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, უკანა გზაზე კოლონამ უკრაინული სამხედრო ქარხნების მოწყობილობები რუსეთში გაიტანა. 

ამასთან, ხვალ უკრაინის პრეზიდენტი მინსკში, ევროკავშირისა და საბაჟო კავშირის დელეგაციებთან შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას, სადაც ვლადიმირ პუტინს შეხვდება. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, საუბარი შესაძლოა სამშვიდობო ფორმატებს შეეხოს. ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ მოსკოვს ულტიმატუმების ენით არავინ დაელაპარაკება. 

კომენტარები