უკრაინის კრიზისი

პრორუსმა სეპარატისტებმა დონეცკში უკრაინელ ტყვეთა მსვლელობა მოაწყვეს

პრორუსი სეპარატისტი დონეცკის მთავარ ქუჩაზე უკრაინელ ტყვეებს მიაცილებენ
მაქსიმ შემეტოვი / REUTERS

დონეცკში პრორუსმა სეპარატისტებმა უკრაინელი ტყვეების კოლონა ქალაქის მთავარ ქუჩაზე ჩაატარეს. Reuters-ის ინფორმაციით საუბარია რამდენიმე ათეულ ტყვეზე. მსვლელობისა მათ დამკვირვებლები ფაშისტებს უწოდებდნენ. 

Reuters-ის კორესპონდენტი იტყობინება რომ ტყვეები ქუჩაში თავდახრილები მიაბიჯებდნენ, ჰქონდათ გაუპარსავი სახეები და ეცვათ გაცვეთილი საბრძოლო და სამოქალაქო ტანსაცმელი. 

ტყვეების კოლონას პრორუსი სეპარატისტები მიაცილებდნენ, რომელნიც ხმის გამაძლიერებლების მეშვეობით ქუჩაში მდგომ მაყურებლებს ეუბნებოდნენ: თქვენ ახლა ხედავთ იმ ადამიანებს, რომელნიც აქ ჩვენ მოსაკლავად გამოგზავნეს.

ჩვენ რუსები ვართ! - ყვიროდა ადამიანი ხმის გამაძლიერებლით. 

Reuters-ის ინფორმაციით, დამკვირვებელთა ნაწილი ტყვეებს სხვადასხვა საგნებს, მათ სორის ბოთლებს ესროდა და მოუწოდებდა მუხლებზე დამდგარიყვნენ. ტყვეების კოლონას უკან ქუჩის გამწმენდი მანქანა მოჰყვებოდა, რომელიც სიმბოლურად ტყვეების მიერ გავლილ მონაკვეთს ასუფთავებდა. 

კომენტარები