ერაყის კრიზისი

ქურთმა მებრძოლებმა ისლამისტებისგან მოსულის კაშხალი გაათავისუფლეს

bbc.co.uk

ერაყელი ქურთების შეიარაღებულმა ფორმირებებმა, ფედერალური ძალებისა და ამერიკული ავიაციის მხარდაჭერით, ქალაქ მოსულის მახლობლად მდებარე ერაყის უდიდეს კაშხალზე კონტროლი აღადგინეს. ეს ერაყული ძალების ყველაზე დიდი გამარჯვებაა ე. წ. ერაყისა და სირიის ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებზე მას შემდეგ, რაც ისლამისტებმა ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქი მოსული და რამდენიმე რეგიონი დაიკავეს. სამთავრობო ძალები ისლამისტებს მოსულის გარეუბნებსა და ქალაქ ტიკრიტთანაც უტევენ.

ისლამისტებმა სირიისა და ერაყის ტერიტორიის ნაწილზე ე. წ. ისლამური ხალიფატი გამოაცხადეს და სასტიკად უსწორდებიან იეზიდებსა და ქრისტიანებს, რომლებსაც ისლამის მიღებას აიძულებენ. ამერიკული ავიაციის მოქმედების საპასუხოდ კი, ხალიფატის ლიდერები შეერთებულ შტატებს სისხლში ჩახშობას შეჰპირდნენ.

კომენტარები