კრიზისი უკრაინაში

შტაინმაიერი: მოლაპარაკებები რთულად, თუმცა მაინც პროგრესირებს

ფრანკ-ვოლტერ შტაინმაიერი
wikipedia.org

უკრაინის, რუსეთის, გერმანიისა  და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ბერლინში პრაქტიკულად უშედეგოდ დასრულდა. მხარეებს რაიმე შეთანხმებისთვის არ მიუღწევიათ. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა 4-საათიანი შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მოლაპარაკებები რთულად მიმდინარეობს, თუმცა გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით პროგრესი მიღწეულია. შტაინმაიერი  იმედოვნებს, რომ  ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი იქნება.

"უკრაინის კრიზისთან დაკავშირებული მოლაპარაკებები რთულად, თუმცა მაინც პროგრესირებს. შეხვედრის მონაწილეები მოლაპარაკებების შედეგებს საკუთარი ქვეყნის მეთაურებს გააცნობენ და 18-19 აგვისტოს გადაწყვეტენ,  მოლაპარაკებების გაგრძელება რა ფორმით იქნება შესაძლებელი", - თქვა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა.

კომენტარები