შინაგან საქმეთა სამინისტრომ ე.წ. მალაკნების ბაზართან მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული, 1978 წელს დაბადებული ზურაბ კ. დააკავა.
შსს-ს ინფორმაციით, სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტეტქივების სამმართველოს, ძველი თბილისის და დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა თბილისში მამრაძის ქუჩაზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლთან ურთიერთშელაპარაკებისას, ბლაგვი საგნით მრავლობითი დაზიანებები და ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 1981 წელს დაბადებულ გელა ხ-ს. რომელიც საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
"სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული მოქმედებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს", - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.





