უკრაინის კრიზისი

რასმუსენი - რუსეთს: ნაბიჯი უკან უკრაინის საზღვრიდან

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი გააღრმავებს პარტნიორობას უკრაინასთან უელსის სამიტზე, - განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა კიევში ვიზიტისას.

"NATO-ს მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი უდრეკია. ჩვენი პარტნიორობა ძველი და ძლიერია. რუსეთის აგრესიის საპასუხოდ NATO უფრო ახლოს ითანამშრომლებს უკრაინასთან, შეიარაღებული ძალებისა და სამხედრო ინსტიტუტების რეფორმირების საკითხებში", - განაცხადა რასმუსენმა.

რასმუსენი მოუწოდებს რუსეთის, უკან დაიხიოს უკრაინის საზღვრებიდან.

"მოვუწოდებ რუსეთს, უკან დაიხიოს საზღვრიდან. ნაბიჯი უკან საზღვრიდან. არ გამოიყენოთ მშვიდობისმყოფელები საომარი გადაწყვეტილებების მიღების მოტივად. მოვუწოდებ რუსეთს, მიჰყვეს მშვიდობის ნამდვილ გზას, შეაჩეროს სეპარატისტების მხარდაჭერა. გაიყვანოს მოიერიშე რაზმები უკრაინის საზღვრიდან. მონაწილეობა მიიღოს მშვიდობიანი გადაწყვეტის გულწრფელ დიალოგში", - თქვა რასმუსენმა უკრაინაში ვიზიტისას.

კომენტარები