მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუ

კანდელაკი: ივანიშვილის და საქართველოს ინტერესები წინააღმდეგობაში მოდის

„მიხეილ სააკაშვილი ვინმეს უყვარს თუ არა, ფაქტია, რომ დღეს ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ამ მთავრობის ბატონია და მთავრობაში მისი მონები არიან, პუტინის პოლიტიკას ატარებს, რომელიც დღეს უკრაინაში მარცხდება“, - თქვა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიორგი კანდელაკმა მიხეილ სააკაშვილის განცხადების შეფასებისას. საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა გადაცემა განსხვავებულ აქცენტებთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი რუსეთის სცენარით მოქმედებს.

გიორგი კანდელაკის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის და საქართველოს, როგორც სახელმწიფოს ინტერესები წინააღმდეგობაში მოდის.

„ისიც ფაქტია, რომ პუტინის დამარცხების შედეგად საქართველოს წინაშე შეიძლება, ისტორიული შანსი გადაიშალოს, რომ მან ჩაკეტილი წრე გაარღვიოს და, როგორც მინიმუმ, ტერიტორიოული მთლიანობა აღადგინოს. ამ ვითარებაში ბიძინა ივანიშვილის საქმიანობა საქართველოს ინტერესების ღალატი და ისტორიული შანსის განიავებაა“, - აღნიშნავს კანდელაკი. 

კომენტარები