მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუ

სააკაშვილი: ივანიშვილს 6 მლრდ აქვს, მე 5 პიჯაკი, რაზეც გამასამართლეს, როგორ ვართ ერთი და იგივე

იმ დღეს უსუფაშვილმა ძალიან გამაბრაზა, სააკაშვილი და ივანიშვილი ერთი და იგივეაო, ამას ხომ ბევრი იძახის, ერთი და იგივე არიანო, იმასაც არაფორმალური მმართველია და ისიცო, უკაცრავად და უსუფაშვილის დროს არ მიიღეს სასამართლო გადაწყვეტილება, რომ 3 თუ 5 წლით ამიკრძალეს პოლიტიკაში მონაწილეობა?

იმ კაცს აქვს ექვსი მილიარდი, მე მაქვს ხუთი პიჯაკი, რომელზეც გასამართლებული ვარ, რანაირად არის ტოლობის ნიშანი? ბიბლიოთეკაშია ის პიჯაკები, არ ჩაიბარეს, ახლა ზუსტად მაგ ზომაზე ვარ, მაგ ტანზე მოვედი და სერიოზულად ვფიქრობ, გამოვიყენო, ოღონდ მართლა, იმიტომ, რომ დამცინიან - სულ ერთი და იგივე პიჯაკით გამოდიხარ ლექციებზეო. მომბეზრდა და დედაჩემს ვუთხარი ახლა, დაახლოებით მახსოვს, იქ რომელი პიჯაკი მომწონდა და ერთი ჩამომიტანე მეთქი

 

მიხეილ სააკაშვილი რუსთავი 2-თან ინტერვიუში.

კომენტარები