მალაიზიური თვითმფრინავის ჩამოგდება

მალაიზიური ბოინგის ჩამოვარდნის ადგილას საერთაშორისო ექსპერტები მუშაობენ

მალაიზიური ბოინგის ჩამოვარდნის ადგილას საერთაშორისო ექსპერტები მუშაობენ. ინფორმაცია ამის შესახებ ეუთოს მისიამ ტვიტერით გაავრცელა. სულ ადგილზე 60 ჰოლანდიელი და ავსტრალიელი სპეციალისტი მუშაობს. საბრძოლო მოქმედებების გამო, დღემდე მათ პრორუსი ტერორისტების მიერ ჩამოგდებული ლაინერის ჩამოვარდნის ადგილის ნახვის საშუალება არ ჰქონიათ. მისიაში აცხადებენ, რომ კატასტროფის ადგილას შესაძლოა, 80-მდე დაღუპულის ცხედარი რჩება. სულ ტერაქტს 298 ადამიანი შეეწირა.

საბრძოლო მოქმედებები უკრაინის აღმოსავლეთში გრძელდება. ოფიციალური ცნობებით, ქალაქ შახტიორსკთან, სულ მცირე 10 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა. მინსკში სამმხრივი მოლაპარაკებების ფარგლებში გამართული შეხვედრის შედეგად გადაწყდა, რომ მხარეები 20-20 ტყვეს გაათავისუფლებენ. უკრაინის წარმომადგენლის განცხადებით, სეპარატისტებმა პირობა დადეს, რომ უკრაინულ მხარეს ჩამოგდებული მალაიზიური ბოინგის მგზავრთა პირად ნივთებს გადასცემენ.

კომენტარები