მალაიზიური თვითმფრინავის ჩამოგდება

მალაიზიური ბოინგის ჩამოვარდნის საქმის ექსპერტზე თავდამსხმელი დააკავეს

Getty Images

უკრაინის პოლიციამ დააკავა პირი, რომელსაც Malaysia Airlines-ის თვითმფრინავის MH17-ის საქმის ირგვლივ მიმდინარე გამოძიების მთავარი მოწმე-ექსპერტის ალექსანდრ რუვინის მკვლელობის მცდელობა ედება ბრალად.

თავდამსხმელის დაკავებას უკრაინის მთავარი სამხედრო პროკურორი ანატოლი მატიოსიც ადასტურებს.

რუვინზე თავდასხმა 2015 წლის ოქტომბერში ჰოლანდიის საგამოძიებო კომისიის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნას მოჰყვა. რომლის თანახმადაც, სამგზავრო თვითფრინავი MH17 რუსეთში წარმოებული "ბუკ"-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსით ჩამოაგდეს. კერძოდ, საგამოძიებო კომისიის მიერ გამოქვეყნებული დასკვნის მიხედვით, თვითმფრინავის მიმართულებით გაისროლეს 9N314M მოდელის რაკეტა, რომელსაც რუსულ არმიაში იყენებენ. თუმცა, კონკრეტულად რომელმა მხარემ გაისროლა, დასკვნაში არ წერია. რუვინს დოკუმენტის გამოქვეყნებიდან 1 თვეში დაესხნენ თავს, ის მაშინ ფეხში დაიჭრა.

შეგახსენებთ, რომ ავიაკატასტროფა 2014 წლის ივლისში მოხდა და მას 298 ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები