მალაიზიური თვითმფრინავის ჩამოგდება

მალაიზიური ბოინგის რაკეტით ჩამოგდებას რუსი ექსპერტები ადასტურებენ

gdb.voanews.com/

რუსული გამოცემა ნეზავისიმაია გაზეტა რუსი ექსპერტების დასკვნას აქვეყნებს გასულ წლის ივლისში უკრაინაში მალაიზიური ბოინგის ჩამოვარდნის მიზეზების შესახებ. ექსპერტების დასკვნით, კატასტროფა ავიალაინერის ბუკის ტიპის საზენიტო რაკეტით ჩამოგდებამ გამოიწვია.

ამ დასკვნამდე ექსპერტები თვითმფრინავის ნამსხვრევების შესწავლის შედეგად მივიდნენ და მათი ვერსია ჰოლანდიელი გამომძიებლების წინასწარ დასკვნას ემთხვევა. რუსი ექსპერტები რაკეტის გამოშვების ადგილსაც მიუთითებენ, რომელიც სოფელ ზაროშენსკოესთან მდებარეობს და აღნიშნავენ, რომ ეს ტერიტორია უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლქვეშ იმყოფებოდა. თუმცა, უკრაინული წყაროების ინფორმაციით, სინამდვილეში ამ ტერიტორიას სეპარატისტები აკონტროლებდნენ.

მალაიზიური ავიახაზების კუთვნილი ბიოინგი გასული წლის 17 ივლისს დონეცკის მახლობლად ჩამოვარდა, კატასტროფას 298 ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები