ნეფთჩი - ჩიხურა, რუკა წარწერით "ეს საქართველოა" აზერბაიჯანის ტერიტორიით

Elmira Aliyeva / sportbox.az

ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბაქოს ნეფთჩისა და საჩხერის ჩიხურას შორის შეხვედრა გუშინ, ბაქოში გაიმართა. მატჩის დროს ტრიბუნებზე ქართველმა გულშემატკივრებმა რუკა გადმოფინეს წარწერით "ეს საქართველოა". ბანერის გადმოფენას დაპირისპირება მოჰყვა გულშემატკივრებს შორის. sportbox.az-ის ცნობით, ჩიხურას მთავარმა მწვრთნელმა სამსონ ფრუიძემ აღნიშნულის გამო ბოდიში მოიხადა.

კომენტარები