ისრაელი-პალესტინა

AP: 29 ივლისის საომარი ქმედებების შედეგად დაღუპულია 100 პალესტინელი

Reuters

პალესტინური ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლის ცნობით, მხოლოდ 29 ივლისის მონაცემებით ბრძოლის შედეგად 1 დღეში 100 პალესტინელი დაიღუპა, - წერს Associated Press. 

NBC News-ის თანახმად, 29 ივლისს ისრაელმა 70-მდე სამხედრო შეტევა განახორციელა. დაიბომბა ღაზის სექტორში მდებარე ერთადერთი ელექტროსადგური, რომელიც 1.8-მილიონიან მოსახლეობას ამარაგებდა ელექტროენერგიით. 

ბოლო სამი კვირის განმავლობაში დაღუპულ პალესტინელთა რიცხვმა ღაზის სექტორში ბრძოლების შედეგად 1 100-ს მიაღწია. ისრაელის მხარეს დანაკარგი 56 ადამიანია, აქედან 3 სამოქალაქო პირი, დანარჩენი - სამხედრო. 

კომენტარები