სამთავრობო ცვლილებები

პარლამენტი დღეს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავს

საქართველოს პარლამენტი დღეს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავს. რიგგარეშე სესია 11:00 საათზე დაიწყება, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე კი, დეპუტატები 12:00 საათიდან იმსჯელებენ.

მთავრობის განახლებულ შემადგენლობაზე საპარლამენტო კომიტეტებმა გუშინ იმსჯელეს. დღის განმავლობაში კომიტეტების გაერთიანებული სხდომები ჩატარდა, რომელსაც ყველა სამინისტროს ხელმძღვანელი ესწრებოდა. გაიმართა შეხვედრები საპარლამენტო უმცირესობისა და უმრავლესობის წარმომადგენლებთანაც.

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შვიდი მინისტრი თანამდებობიდან 21 ივლისს გაათავისუფლა. ცვლილებები სოფლის მეურნეობის, სასჯელაღსრულების, დევნილთა და განსახლების, გარემოს დაცვის, ინფრასტრუქტურის, კულტურის, დიასპორის მინისტრებს შეეხოთ. 

კომენტარები