ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეები

3 უცხოელი ექსპერტი პროკურატურას ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეებზე დაეხმარება

საქართველოს მთავარი პროკურატურა უცხოელი ექსპერტებისგან კონსულტანტთა ჯგუფს ქმნის. სისხლის სამართლის სამი სპეციალისტი საქართველოში საგამოძიებო უწყების მიწვევით ჩამოვიდა. ისინი პროკურატურას კონსულტაციებს იმ საქმეებთან დაკავშირებით გაუწევენ, რომლებშიც ბრალდებულები ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები არიან. უწყების ინფორმაციით, მათ წვდომა ამა თუ იმ საქმეში არსებულ ყველა მასალაზე ექნებათ.

"ყველა მათგანი იყო მთავარი პროკურორი თავიანთ ქვეყნებში. შესაბამისად, მათ აქვთ უდიდესი გამოცდილება. მუშაობდნენ ისეთ საქმეებზე, როგორიც არის უმაღლესი თანამდებობების პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის მხარდაჭერა სასამართლოებში და მათი გამოცდილება ამ კუთხითაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. როდესაც დადგება საკითხი პოლიტიკურად სენსიტიური საქმეების გამოძიების კუთხით, მათი რჩევები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რათა უზრუნველვყოთ გამოძიების კიდევ უფრო მეტი გამჭვირვალობა, სამართლიანობა და საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოება", - აცხადებს მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე.

კომენტარები