მისტრალი

ოლანდი: სანქციებს ვერ ექნება უკუძალა და რუსეთი პირველ მისტრალს მიიღებს

Jean-Marc Ayrault

საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა თქვა, რომ მზად არის, მეორე მისტრალის ტიპის სამხედრო გემის რუსეთისთვის მიყიდვა გააუქმოს, თუ ევროკავშირი გადაწყვეტს გააფრთოოს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. თუმცა, ოლანდის თქმით, სანქციებს ვერ ექნება უკუძალა და ის არ შეეხება პირველი მისტრალის მიყიდვას, რომელშიც რუსეთს უკვე გადახდილი აქვს ფული და ოქტომბერში ელოდება მის მიღებას.

ოლანდის თქმით, მეორე მისტრალის საკითხი დამოკიდებული იქნება მოსკოვის პოზიციაზე უკრაინის კრიზისის მიმართ.

არაერთი ლიდერი, მათ შორის გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი საფრანგეთს სთავაზობს, შეაჩეროს რუსეთისთვის მისტრალის ტიპის სამხედრო გემების გადაცემის პროცესი, მიუხედავად იმისა, რომ ამას ამ დროისთვის დაწესებული სანქციები არ კრძალავს.

კომენტარები