მალაიზიური თვითმფრინავის ჩამოგდება

გაერო რეზოლუციით თვითმფრინავის ჩამოგდებაზე საერთაშორისო გამოძიებას ითხოვს

Cor Pan / The Telegraph

გაერო-ს გენერალური ასამბლეის უშიშროების საბჭომ "ბოინგ 777"- ის კატასტროფის საერთაშორისო გამოძიების შესახებ რეზოლუცია ერთხმად მიიღო. მას ხმა 15-მა ქვეყანამ მისცა. დოკუმენტის ტექსტი გაერო-ს უშიშროების საბჭოში ავსტრალიამ შეიტანა. რეზოლუცია მალაიზიის ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოგდებას მკაცრად გმობს და დამნაშავეების დასჯას ითხოვს, ამასთან, მოუწოდებს შეიარაღებულ სეპარატისტებს, ექსპერტებს კატასტროფის ადგილთან მიახლოების საშუალება მისცენ. გაერო-ს გენერალური ასამბლეის უშიშროების საბჭო რეზოლუციით ყველა მხარეს მოუწოდებს, საერთაშორისო გამოძიებასთან ითანამშრომლოს და დაღუპულების ცხედრებს ღირსეულად და პატივისცემით მოეპყრან.

აღსანიშნავია, რომ რუსეთმა მხოლოდ მე-11 საათზე, ტექსტში ცვლილების შეტანის შემდეგ დაუჭირა მხარი რეზოლუციას. ცვლილება გულისხმობს, რომ მალაიზიის კუთვნილი თვითმფრინავი კი არ ჩამოაგდეს, არამედ ჩამოვარდა.

დონეცკის ოლქის დასახლებულ პუნქტ გრაბოვოში მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი "ბოინგ 777" 17 ივლისს ჩამოვარდა. ავიალაინერი ამსტერდამი-კუალა-ლუმპურის რეისს ასრულებდა. თვითმფრინავის ბორტზე 298 ადამიანი იმყოფებოდა.

კომენტარები