თვითმფრინავის ჩამოგდება

იაცენიუკი: ამ დროისთვის ნაპოვნია 272 მგზავრის ცხედარი

სპეციალური ვაგონ-მაცივარი, რომლითაც დაღუპულთა ცხედრები შემთხვევის ადგილიდან ტორეზის სადგურზე გადაიყვანეს
ვლადიმერ ღირდა / AP

მალაიზიის ავიახაზების ბოინგ 777-ის ჩამოვარდნის შემთხვევის ადგილზე უკვე ნაპოვნია 272 მგზავრის ცხედარი - ამასთან დაკავშირებით განცხადება უკრაინის პრემიერმინისტრმა, არსენი იაცენიუკმა გააკეთა. 

Associated Press-ის ცნობით 272-დან 251 დაღუპული მგზვრის ცხედარი სპეციალურ ვაგონ-მაცივრებშია დასვენებული და გაჩერებულია ტორეზის სადგურზე.

იაცენიუკის თქმით, უკრაინელებს ტერორისტები დაღუპულთა ცხედრების გადატანის საშუალებას არ აძლევენ. 

აღნიშნულთან დაკავშირებით უკრაინის საიდუმლო სამსახურმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა და სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი შექმნა, რომელშიც უკრაინელი ძალოვნებიც ჩართულები იქნებიან. 

კომენტარები