მალაიზიური თვითმფრინავის ჩამოგდება

პოროშენკო - ოლანდს: ჩვენ ვერ ვხედავთ განსხვავებას 11 სექტემბრის ტერაქტთან

www.telegraph.co.uk

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ტელეფონით ესაუბრა საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდს. საუბარი შეეხო საერთაშორისო ძალისხმევას ტერორიზმთან ბრძოლასა და მალაიზიური ავიახაზების კუთვნილ ბოინგ 777-ის ჩამოგდების ტრაგედიის შედეგების ლიკვიდაციას.

პოროშენკომ მოუწოდა საფრანგეთს „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკა" და „დონეცკის სახალხო რესპუბლიკა" ტერორისტულ ორგანიზაციებად ცნოს.

„ჩვენ ვერ ვხედავთ განსხვავებას უკრაინაში მიმდინარე მოვლენებსა და აშშ-ში 11 სექტემბერს მომხდარ ტერორისტულ აქტს, ასევე კადაფის მიერ „პან-ამერიკის" თვითმფრინავის ჩამოგდებას შორის. ამიტომ ჩვენ ველით ასეთივე შეთანხმებულ რეაქციას მთელი ცივილიზებული სამყაროსგან" - უთხრა პოროშენკომ ოლანდს.

თავის მხრივ ფრანსუა ოალნდმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო გამოძიების მნიშვნელობას. მან ასევე განაცხადა, რომ მას შემდეგ რაც დამტკიცდება რუსეთის მიერ მებრძოლებისთვის იარაღის მიწოდების ფაქტი, მათ შორის იმ იარაღის, რომლითაც ჩამოაგდეს თვითმფრინავი, დაინიშნება ევრპული საბჭოს საგანგებო სხდომა. ოლანდმა მოუწოდა რუსეთს დისტანცირდეს მებრძოლებისგან და შეწყვიტოს მათთვის იარაღის მიწოდება, ხოლო უკრაინას - დაამყაროს კონტროლი თავის ტერიტორიაზე.

 

კომენტარები