თვითმფრინავის ჩამოგდება

უკრაინული მედია: პრორუსი სეპარატისტები ნივთმტკიცებულებებს ანადგურებენ

gdb.voanews.com/

პრორუს სეპარატისტებს ბოინგ 777-ის კატასტროფის ადგილიდან თვითმფრინავის ნარჩენები გაურკვეველი მიმართულებით მიაქვთ და ნივთმტკიცებულებების განადგურებას ცდილობენ - ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინულ მედიაში გავრცელდა.

ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სეპარატისტებმა 37 დაღუპული ადამიანის ცხედარი გაიტაცეს და ასევე გაურკვეველი მიმართულებით წაიღეს.  

უკრაინულმა მედიამ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც სეპარატისტებმა ალყა შემოარტყეს ჩამოვარდნილ თვითმფრინავს და მაშველებს წაართვეს მტკიცებულებები, რომელიც კატასტროფის ადგილას იქნა აღმოჩენილი. ეუთოს დამკვირვებლებს კი ნორმალურად მუშაობის საშუალება არ მისცეს.

დონეცკის ოლქის დასახლებულ პუნქტ გრაბოვოში 17 ივლისს მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი ბოინგ 777 რომელიც რეისს ამსტერდამი-კუალა-ლუმპური ასრულებდა, აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის საზღვართან რაკეტით ჩამოაგდეს. ბორტზე მყოფი 298 ადამიანი დაიღუპა. ამ დროისათვის 186 ცხედარი ნაპოვნია.

კომენტარები