თვითმფრინავის ჩამოგდება

ღარიბაშვილი თვითმფრინავის ჩამოგდებაზე: ჩვენ დაველოდებით შედეგებს

ირაკლი ღარიბაშვილი

„შემზარა და უაღრესად დამამწუხრა მალაიზიის ავიახაზების თვითმფრინავის კატასტროფამ. ერთობლივი საერთაშორისო ძალისხმევით უნდა გაირკვეს, რა მოხდა. ჩვენ დაველოდებით შედეგებს. ახლა მხოლოდ ის შეგვიძლია, რომ თანავუგრძნოთ დაღუპულთა ოჯახებს და გამძლეობა ვუსურვოთ ამ მძიმე წუთებში“, - ნათქვამია საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.

ავიაკომპანია მალაიზიის ავიახაზების ბოინგი 777, რომელიც ასრულებდა რეისს ამსტერდამი-კუალა-ლუმპური, აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის საზღვართან რაკეტით ჩამოაგდეს.

კომენტარები