თვითმფრინავის ჩამოგდება

პოროშენკომ უცხო ქვეყნების შეიარაღებული ძალების ჩართვისთვის დავალებები გასცა

www.telegraph.co.uk

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს დავალება მისცა, შეიმუშავოს ახალი ტაქტიკა, რომელიც პირდაპირი ჩართვის პირობებში უცხო ქვეყნების შეიარაღებულ ძალებს მოქმედების უფლებას მისცემს. პრეზიდენტმა პოროშენკომ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სხდომა მოიწვია, სადაც უკრაინის შეიარაღებული ძალების საბრძოლო მოქმედებების მაქსიმალური ეფექტურობის უზრუნველყოფის დეტალები განიხილეს. 

„ჩვენ ვცვლით ტაქტიკას, რომელიც საშუალებას მოგვცემს ეფექტურად ვიმოქმედოთ უცხო სახელმწიფოთა პირდაპირი ჩართვის პირობებში,“ - განაცხადა პოროშენკომ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე დაავალა გენშტაბს, გადაგეგმოს შეიარაღებული ძალების გადაადგილება, რათა უზრუნველყოფილი იყოს უკრაინის შეიარაღებული ძალების საბრძოლო მოქმედებების მაქსიმალური ეფექტურობა. სხდომაზე პოროშენკომ განაცხადა, რომ არსებობს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან უკრაინის წინააღმდეგ ცეცხლის გახსნის უტყუარი და დადასტურებული ფაქტები.

„არის მტკიცებულებები, რომ რუსეთმა განახორციელა მრავალჯერადი სარაკეტო დარტყმები "გრადის" სისტემიდან, ასევე საზენიტო რაკეტებიდან ჩვენი თვითმფრინავების წინააღმდეგ. ბოლო დღეების განმავლობაში ეს უკვე მესამე ტრაგიკული შემთხვევაა მას შემდეგ, რაც რუსეთის ტერიტორიიდან ჩამოგდებულ იქნა უკრაინის შეიარაღებული ძალების თვითმფრინავები АН-26 და СУ-25. ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ ეს თვითმფრინავიც ჩამოაგდეს, აქვე აღვნიშნავთ, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს არანაირი საჰაერო მოქმედებები არ განუხორციელებია“, წერია პრეზიდენტის პრესასმსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უკრაინის პრეზიდენტი სხდომაზე გამოვიდა ინიციატივით, მომხდარი ტრაგედიის გამოსაძიებლად შეიქმნას სახელმწიფო კომისია ICAO-სა და სხვა საერთაშორისო სტრუქტურების სპეციალისტების, ასევე ნიდერლანდებისა და მალაიზიის სახელმწიფოთა წარმომადგენლების მონაწილეობით.

ავიაკომპანია მალაიზიის ავიახაზების ბოინგი 777, რომელიც ასრულებდა რეისს ამსტერდამი-კუალა-ლუმპური, აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის საზღვართან რაკეტით ჩამოაგდეს. ბორტზე მყოფი 295 ადამიანი დაიღუპა. 

უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონში დაპირისპირება უკრაინის შეიარაღებულ ძალებსა და პრორუს სეპარატისტებს შორის კვლავ გრძელდება. ოფიციალური კიევი აცხადებს, რომ მოსკოვი სეპარატისტების პირდაპირი მხარდამჭერია.

კომენტარები