გიგი უგულავას საქმე

ევროპის საბჭოში EPP-ის თავმჯდომარე: დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ უგულავა

პედრო აგრამუნტი
http://www.epp-cd.eu/

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ევროპის სახალხო პარტიის თავმჯდომარე, პედრო აგრამუნტი, შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში პოლიტიკური ოპონენტების მიმართ შერჩევითი მართლმსაჯულების გამო.

აგრამუნტი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, შეწყვიტოს ოპონენტი პოლიტიკური ძალის -ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სამართლებრივი დევნა და შევიწროვება. ის მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს თბილისის უფლებამოსილებაშეჩერებული მერი გიგი უგულავა.

”ბატონი უგულავას წინასწარი პატიმრობა აჩენს ეჭვებს პოლიტიკურ მოტივირებულობაზე. ქართული დემოკრატიის სიცოცხლისუნარიანობა უნდა გამოჩნდეს პოლიტიკური ოპოზიციის უსაფრთხოების უზრუნველყოფით”, - აცხადებს აგრამუნტი.

 

კომენტარები