თბილისის მერი

ნარმანია: ვისაც არ მოსწონს ჩემი კვალიფიკაცია, შეუძლიათ, ხვალვე მიბრძანდნენ

„ვისაც არ მოსწონს ჩემი კვალიფიკაცია და ვინც არ აპირებს ჩემთან მუშაობას, შეუძლიათ ხვალვე დაწერონ განცხადებები და მიბრძანდნენ“, - ამის შესახებ თბილისის არჩეულმა მერმა დავით ნარმანიამ ტელეკომპანია იმედის გადაცემა "პოლიტიკის დროში" განაცხადა. მისივე თქმით, მერიაში კვალიფიციური პირები სამსახურებს შეინარჩუნებენ.

„პიროვნებასა და კვალიფიკაციაზე როდესაც ვსაუბრობთ, აუცილებელია ყველამ თავის თავს ჩახედოს. ვისი კვალიფიკაცია არ მოსწონთ - ვისაც უამრავი კვლევა აქვს გაკეთებული, მათ შორის თვითმმართველობის საკითხებზე, ვისაც თბილისის ქონებრივი და განვითარების მოდელი აქვს გაკეთებული, ვინც თავის დროზე თბილისში გააკეთა პროგრამული ბიუჯეტი, ვისაც დისერტაცია ამ მიმართულებით აქვს დაცული, ვინც ერთ-ერთი კვალიფიციური ადამიანი იყო თვითმმართველობის საკითხებში, ვინც იყო მთავრობის წევრი და წელიწად-ნახევარი იმუშავა მთავრობაში ისე, რომ რაიმე სახის ზედმეტი კითხვები არ გაჩენილა. საკუთარი თავის ქებას არ შევუდგები. არჩევანი ამომრჩეველმა გააკეთა და ვინც ამის წინააღმდეგ ანუ დინების წინააღმდეგ მიდის, მათ თავისუფალი არჩევანი აქვთ", - თქვა ნარმანიამ.

კომენტარები