ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 2014

ნარმანია: გიგი უგულავას დაკავება ნიკა მელიას უფრო უნდა აწყობდეს

გიგი უგულავას დაკავება ნიკა მელიას უფრო უნდა აწყობდეს - ამის შესახებ თბილისის მერობის კანდიდატების მიმდინარე დებატებზე კოალიცია ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატმა დავით ნარმანიამ განაცხადა.

მისი თქმით მელიას დანაშაულით დატვირთული ადამიანები გვერდში აღარ ყავს და ეს უნდა აწყობდეს.

"გიგი უგულავას დაკავებას არსებითი გავლენა ჩემზე და ჩემს წინასაარჩევნო კამპანიაზე არ მოუხდენია. ეს ნიკა მელიას უფრო აწყობდა, რადგან მას გვერდში ჰყავდა ადამიანი, რომელთან დაკავშირებითაც ბევრი კითხვა არსებობს და რომელიც ძალიან ბევრ დანაშაულშია მხილებული. მას პოლიტიკური ველი და სივრცე მოუსუფთავდა და უამრავი დანაშაულებით დატვირთული ადამიანი გვერდში არ ჰყავს. აქედან გამომდინარე, მელიას უფრო უნდა აწყობდეს ეს" - აღნიშნა ნარმანიამ.

კომენტარები