ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 2014

ნარმანია მელიას საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ დებატებს სთავაზობს

ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია, ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატს ნიკანორ მელიას საერთაშორისო მიუკერძოებელი ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ დებატებს სთავაზობს.

კოალიცია ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის პრესსპიკერის გიორგი გეგეჭკორის განცხადებით, ოპონენტის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში გაიმართება დებატები, სადაც მონაწილეობას ყველა ნაციონალური მაუწყებელი მიიღებს. მათ საშუალება ექნებათ დასვან კითხვები და მიიღონ ამომწურავი პასუხები, ასევე დებატები გადასცენ საკუთარ ეთერში.

მისი თქმით, საჭიროა მხოლოდ ის, რომ ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატი ამ პირობებს დათანხმდეს და წერილობით დაადასტუროს. სასურველია, ეს ყველაფერი სწრაფად მოხდეს, რათა დებატების ჩატარებისთვის ტექნიკური სამუშაოები მოესწროს.  

კომენტარები