ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 2014

საია: არჩევნების მეორე ტურის 12 ივლისს დანიშვნით ცესკოს კანონი არ დაურღვევია

არჩევნების მეორე ტურის 12 ივლისს დანიშვნით ცესკოს საქართველოს კანონმდებლობა არ დაურღვევია - ამის შესახებ საიას საარჩევნო პროექტის ხელმძღვანელმა ლელა ტალიურმა განაცხადა.

ტალიურის თქმით, ცესკოს კანონით მინიჭებული აქვს უფლება, საბოლოო გადაწყვეტილების ძალაში მიღებიდან სამი დღის ვადაში არჩევნების მეორე ტური დანიშნოს.

”მეორე ტურის დანიშვნა უკავშირდება მერებისა და გამგებლების გასაჩივრების წესს. ჩვენი ინფორმაციით, როდესაც ბოლო ვადა ჰქონდა საოლქო საარჩევნო კომისიებს, რომ შეედგინათ მერებისა და გამგებლების შედეგების შესაბამისად ოქმები, ეს იყო 26 ივნისი, ხოლო ცესკოს შემთხვევაში - 27 ივნისი. ეს ვადები დასრულდა, ასევე დასრულდა გასაჩივრების ვადები. ჩვენი ინფორმაციით, სააპელაციო სასამართლომ ბოლო გადაწყვეტილება გუშინ მიიღო. ეს ვადები იყო ამოწურული და კანონის თანახმად ცესკოს ჰქონდა უფლებამოსილება იმისა, რომ საბოლოო გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან სამი დღის ვადაში დაენიშნა არჩევნების მეორე ტური”, - განაცხადა ტალიურმა.

შეგახსენებთ, რომ ცესკოს გადაწყვეტილებით, ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების მეორე ტური 12 ივლისს გაიმართება.

კომენტარები