უგულავას საქმე

უგულავასთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის გიგი უგულავას ადვოკატები წინასწარი პატიმრობის შეფარდების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას დღეს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

„სააპელაციო სასამართლოს მიმართ მაღალი მოლოდინი არ გაგვაჩნია, მაგრამ ყველა სამართლებრივ გზას მივმართავთ“, - ამბობს ადვოკატი ბექა ბასილაია. 

გიგი უგულავა 3 ივლისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. მას ბრალად უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე იძულებისა და ჯგუფური ძალადობის ორგანიზება ედება.

4 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ დედაქალაქის ყოფილ მერს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 

კომენტარები