უგულავას საქმე

სასამართლოსთან დაპირისპირების დროს კოტე გაბაშვილი დააკავეს

საქალაქო სასამართლოსთან ნაციონალური მოძრაობის მომხრეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირების დროს პოლიციამ საპარლამენტო უმცირესობის წევრის, გიორგი გაბაშვილის მამა, ყოფილი დიპლომატი კოტე გაბაშვილი დააკავა.

ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც საქალაქო სასამართლომ თბილისის ყოფილ მერს გიგი უგულავას აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. როგორც ტაბულას კორესპონდენტი იუწყება, დაპირისპირება მაშინ დაიწყო, როდესაც სასამართლოს შენობას პროკურორები ტოვებდნენ. შეხლა-შემოხლა პოლიციასა და ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებს შორის პოლიციის მიერ ერთ-ერთი აქტივისტის დაკავებას მოჰყვა.

კომენტარები