შეწყალების კომისია

შეწყალების კომისიას ჟურნალისტი ზვიად ქორიძე უხელმძღვანელებს

რადიო თავისუფლება

შეწყალების კომისიას ჟურნალისტი ზვიად ქორიძე უხელმძღვანელებს. პრეზიდენტმა კომისიის ახალი თავმჯდომარე უკვე წარადგინა და ყოფილ ხელმძღვანელს, ალეკო ელისაშვილს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა. ზვიად ქორიძის განცხადებით, კომისია საგანგებო რეჟიმში იმუშავებს, რადგან 2 თვის განმავლობაში სხდომა არ ჩატარებულა.

პატიმართა შეწყალების კომისიის ახალი თავმჯდომარის დანიშვნის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც კომისიის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ელისაშვილმა ადგილობრივ არჩევნებში კენჭისყრის გადაწყვეტილება მიიღო. ელისაშვილი თბილისის საკრებულოს წევრი გახდა.

კომენტარები