შეწყალების კომისია

საქართველოს პრეზიდენტმა 143 მსჯავრდებული შეიწყალა

http://pirveliradio.ge

საქართველოს პრეზიდენტმა 143 მსჯავრდებული შეიწყალა. 84 მსჯავრდებული ციხეს დატოვებს 59-ს კი სასჯელი შეუმცირდა. შეწყალების საკითხთა კომისიამ მიმდინარე ეტაპზე სულ 1347 პირის საქმე განიხილა. 

„როგორც იცით, პრეზიდენტს ძალადობრივ დანაშაულებზე მსჯავრდებული პირების საქმეების განხილვაზე მორატორიული აქვს გამოცხადებული, სწორედ ამმორატორიუმის ფარგლებში კომისიამ გადადო 216 საქმე. ესენი არიან მსჯავრდებულები, რომლებიც გასამართლებული არიან ძალადობრივ დანაშაულზე, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებებზე, ძარცვაზე, ყაჩაღობაზე. მათ საქმეს კომისია აუცილებლად განიხილავს უახლოესმომავალში, როცა მორატორიუმი ამოიწურება“, - განაცხადა ზვიად ქორიძემ.

გიროგი მარგველაშვილმა ძალადობრივ დანაშაულებებზე შეწყალება მას შემდეგ შეაჩერა, რაც გაირკვა, რომ 25 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებული ვეფხია ბაქრაძე პრეზიდენტის მიერ იყო შეწყალებული.

გამოძიების ინფორმაციით, 13 აპრილს, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილი დედამისის ყოფილმა ქმარმა - 46 წლის ვეფხია ბაქრაძემ ცივი იარაღით მოკლა. მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე პოლიციას ვ.ბ.-ს სახელზე შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი. მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ვეფხია ბაქრაძე ოჯახში ძალადობისთვის წარსულშიც იხდიდა სასჯელს. ის პრეზიდენტმა შეიწყალა და საპატიმრო ვადა გაუნახევრა. ბაქრაძემ საპატიმრო 2017 წელს დატოვა.

კომენტარები