გიგი უგულავას საქმე

ბერძენიშვილი: უგულავა არაოფიციალური პირია, რა მივლინებით უნდა წასულიყო

ფაქტია, რომ ბატონი გიგი უგულავა ამ დღეებში ქვეყნიდან გასვლას ძალიან გამალებით ცდილობდა. მე იურისტი არ ვარ და საქმეში ჩახედულიც არ ვართ, მაგრამ არის ცნობა, რომ იგი აპირებდა ქვეყნის დატოვებას. თუ ვინმე მეტყვის, რომ უგულავა მაგას არ იკადრებდა, მართალი გითხრათ, ეს სერიოზული არ არის... მე ვფიქრობ, რომ ბატონი გიგი უგულავა აპირებდა ქვეყნის დატოვებას და იქიდან შემოთვლას, რომ არ აპირებს ჩაბარდეს ხელისუფლებას, მაგრამ ეს არის ჩემი აზრი, ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. მის მიმართ კანონი სრულად უნდა იყოს დაცული. ამიტომ, მხოლოდ სასამართლო დაადგენს, ეს დაკავება შევა თუ არა კანონიერ ძალაში. ფაქტია, რომ უგულავა დაბარებული იყო დაკითხვაზე და არ აპირებდა მისვლას, თუ ეს არ მიგაჩნიათ [დაკავების] საფუძვლად, ეგ თქვენი საქმე და პრობლემაა... იყო მორატორიუმი. არავინ აპირებდა არავის დაპატიმრებას, მაგრამ კაცმა აშკარად აიგდო ქვეყანა და აეროპორტში აპირებდა საქართველოს კანონებისთვის დაცინვას. დაბარებულია დაკითხვაზე და ამბობს, რომ ფეხებზე მკიდია თქვენი დაბარება. მე მივდივარ ოფიციალური მივლინებითო. არაოფიციალური პირია, რა მივლინებით უნდა წავიდეს, ვერ გეტყვით.

განუცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან ბერძენიშვილმა ნეტგაზეთს გიგი უგულავას დაკავების შეფასებისას.

კომენტარები