მსოფლიო ეკონომიკა

iPhone 6 ინვესტორებს ტაივანისკენ ეზიდება

Samsung და iPhone
REUTERS

WSJ-ის ბიზნესის მიმომხილველი, ვეინ არნოლდი, მიიჩნევს, რომ ინვესტორები Apple-ის გადაწყვეტილებას, მეტი საწარმოო მასალა ტაივანიდან იყიდოს, კვალდაკვალ მიჰყვებიან, რამაც ნაწილობრივ ტაივანის საფონდო ბირჟის ინდექსის 7.4%-იანი ზრდა გამოიწვია. ეს მაჩვენებელი ყველაზე მაღალია ბოლო 7 წლის განმავლობაში. 

Apple-მა გადაწყვიტა შეამციროს დამოკიდებულება კორეულ Samsung-ზე, რომლისგანაც კომპანია მიკროპროცესორებს ყიდულობს და ამას ტაივანზე დამოკიდებულების გაზრდის ხარჯზე აპირებს.

2013 წელს კომპანიამ გააფორმა ხელშეკრულება მიკროპროცესორების მწარმოებელ ტაივანურ TSMC-სთან. 

TSMC-ის გამოშვების გაფართოებამ ნაწილობრივ ელექტრონული დეტალების ბაზრის ზრდა გამოიწვია, რამაც განაპირობა ის, რომ ტაივანი მიმზიდველ საინვესტიციო ბაზრად იქცა და წელს $8.3 მილიარდის ღირებულების ტაივანის აქციები გაიყიდა, ეს მაჩვენებელი კორეაში (სადაც Samsung აწარმოებს) ჯერჯერობით მხოლოდ $1.8 მილიარდია. 

Apple-ის მთავარი მიმწოდებლები, რომელთა პროდუქციასაც კომპანია iPhone-ის საწარმოებლად იყენებს, ტრადიციულად იყვნენ Toshiba და Murata (იაპონია), Samsung (კორეა), Infineon და Dialog Semiconductor (გერმანია), Broadcom, Cirrus Logic და Numonyx (აშშ).

სმარტფონის საწარმოო ღირებულება Rassweiler-ის 2009 წლის ანგარიშის მიხედვით თითქმის 180 ამერიკული დოლარია.  

კომენტარები