პატიმრის გარდაცვალება

რუსთავის #6 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმარი გარდაიცვალა

http://www.mcla.gov.ge/

რუსთავის #6 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმარი გარდაიცვალა. 36 წლის მამუკა მერაბიშვილი რუსთავის ციხეში კვირას, ღამის 10:00 საათზე გარდაიცვალა. პირველად მიზეზად უეცარი სიკვდილი სახელდება, თუმცა გარდაცვილილის ოჯახი ამ ვერსიას არ ენდობა. გარდაცვლილის დედის თქმით, მის შვილს ჯანმრთელობის პრობლემები არ ჰქონდა. მისივე ცნობით, გარდაცვლილს სხეულზე, გულმკერდისა და კისრის არეში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.

ოჯახის წევრების განცხადებით, გარდაცვლილს უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა, თუმცა ისინი დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარებას აპირებენ.

სასჯელაღსრულების დაწესებულებაში აღნიშნულთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.

კომენტარები