უგულავას საქმე

უგულავას დაკითხვაზე იბარებენ

თბილისის ყოფილი მერი ფინანსურმა პოლიციამ დაკითხვაზე დაიბარა. როგორვ უგულავა facebook-ის საკუთარ გვერდზე აღნიშნავს, უწყება მას 28 ივნისს გვიან საღამოს გადაეცა. უგულავა დაკითხვაზე 30 ივნისს 12 საათზე უნდა გამოცხადდეს.

ყოფილი მერი აღნშნავს, რომ ამ დროს უცხოეთში ვიზიტი აქვს დაგეგმილი. „საქმე იმაშია, რომ მე საქმიანი მივლინებით მივემგზავრები ბრიტანეთში (ვხვდები ლორდ ჰარისს), უკრაინაში - კიევის მერს ვიტალი კლიჩკოს და მოლდოვეთში, სადაც ევროსაბჭოს რეგიონთა კონგრესის მონიტორინგის სხდომაში მივიღებ მონაწილეობის. ( მე საქართცელის დელეგაციის ხელმძღვანელი ვარ). მოხსენება ეხება 2014 15 ივნისის ადგილობრივ არჩევნებს. საქართველოში ვბრუნდები 5 ივლისს 05:00", –წერს უგულავა.

იგი აღნიშნავს, რომ იმის შიში, რომ იგი შეიძლება ქვეყანაში აღარ დაბრუნდეს, უსაფუძვლოა, ხელისუფლება კი მისი დაკითხვაზე დაბარებით საარჩევნოდ თავისივე გამოცხადებულ მორატორიუმს არღვევს.

კომენტარები