საბანკო სექტორი

ეროვნული ბანკი ტაჯიკეთს საგადასახადო სისტემების დანერგვაში დაეხმარება

2010 წელს ეროვნულმა ბანკმა RTGS სისტემა დანერგა და საბანკო სექტორის მომხმარებელს შესთავაზა მინიმუმამდე დაყვანილი საოპერაციო რისკები და გააუმჯობესა სისტემაში გადარიცხვების დამუშავების პროცესი.
თიმ უიმბორნი / REUTERS

ტაჯიკეთს ბევრი რამის სწავლა შეუძლია საქართველოს გამოცდილებიდან - ამბობენ მსოფლიო ბანკში. 

საქართველოს ეროვნული ბანკი ტაჯიკეთს საგადასახადო სისტემების განვითარების პროექტის დანერგვაში დაეხმარება, რომელსაც მსოფლიო ბანკი დააფინანსებს. ამ დღეებში ტაჯიკეთის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით საქართველოს სტუმრობს. 

საგადახდო სისტემა მოიცავს როგორც მსხვილი ბანკთაშორის საგადახდო, ასევე საცალო გადახდების სისტემებს. სისტემაში ჩართულები არიან საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები. 

2010 წელს ეროვნულმა ბანკმა RTGS სისტემა დანერგა და საბანკო სექტორის მომხმარებელს შესთავაზა მინიმუმამდე დაყვანილი საოპერაციო რისკები და გააუმჯობესა სისტემაში გადარიცხვების დამუშავების პროცესი.

საგადასახადო სისტემებთან დაკავშირებული რეფორმები, რომელიც ბოლო 5 წლის მანძილზე ეროვნულმა ბანკმა გაატარა, გახდა იმისი წინაპირობა, რომ მათი გაცნობისა და გამოცდილების გაზიარების სურვილი არაერთმა ქვეყანამ გამოთქვა - ამბობენ ეროვნულ ბანკში. 

2013 წელს ეროვნულ ბანკს აზერბაიჯანის დელეგაციაც ეწვია საგადასახადო სისტემების დანერგვასთან დაკავშირებით რეკომენდაციების მისაღებად. 

კომენტარები