კათოლიკე ეკლესია

პაპმა იტალიური მაფია ეკლესიისგან განკვეთა, როგორც ბოროტების თაყვანისცემა

პაპი ფრანცისკე
lifeinitaly.com

პაპმა ფრანცისკემ მაფიის ექსკომუნიკაცია გამოაცხადა. პონტიფექსმა ორგანიზებული დანაშაულის წევრები ეკლესიისგან განკვეთა. იტალიის სამხრეთში სტუმრობისას კათოლიკე ეკლესიის პრიმატმა განაცხადა, რომ მაფიოზური სინდიკატები „ბოროტების თაყვანისცემაა" და ისინი დაუყოვნებლივ უნდა მოექცნენ და შეინანონ.

ვატიკანმა იოანე პავლე მეორის ცნობილი ანტიმაფიოზური კამპანიის შემდეგ შეტევის ახალი ტალღა წამოიწყო იტალიური მაფიის ყველაზე გავლენიან დაჯგუფება ნდრანგეტასთან. სახელმწიფო უწყებების ცნობით პაპი ფრანცისკეს ლიკვიდაციის მცდელობა მათი მხრიდან გამორიცხული არ არის.

რამდენიმე თვის წინ 55 წლის პროკურორი, ნიკოლა გრატერი WashingtonPost-თან ინტერვიუში ამბობდა, რომ პაპ ფრანცისკეს რეფორმები კათოლიკე ეკლესიაში, ხელს უშლის იტალიურ მაფიას გაათეთროს ფული და დადოს კორუფციული გარიგებები. მისივე თქმით, მაფია სამხრეთ იტალიაში ფულს საეკლესიო იერარქთა ნაწილის დახმარებით ათეთრებდა, ფრანცისკეს მოსვლის შემდეგ კი ეკონომიკური ვერტიკალი ჩამოიშალა და ის შეუღწევადი გახდა სხვადასხვა იტალიური დანაშაულებრივი ჯგუფისთვის.

კათოლიკე ეკლესიაში სასტიკად ისჯება მაფიასთან სასულიერო პირთა ნებისმიერი კავშირი, მათ შორის მათგან შემოწირულობების მიღება. სინანულის შემთხვევაში კი სასულიერო პირისგან შენდობას დამნაშავე მხოლოდ მას მერე იღებს, რაც ის ხელისუფლებას ჩაბარდება.

კომენტარები