კათოლიკე ეკლესია

ფატიმის ღვთისმშობლის ქანდაკების კავკასიაში მოგზაურობა დასრულდა

catholic.ge - კათოლიკე ეკლესიის მედია

ფატიმის ღვთისმშობლის ქანდაკების კავკასიაში მოგზაურობა დასრულდა. დასამშვიდობებელი წირვა თბილისში, ღვთისმშობლის ზეცად აღყვანების სახელობის საკათედრო ტაძარში აღსრულდა.

კათოლიკე ეკლესიის მედიის ცნობით, ლიტურგიაზე იმყოფებოდნენ: ვატიკანის ელჩი საქართველოში, მისი მრჩეველი, საქართველოში კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსი, აზერბაიჯანის კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსი, სტუმრები პორტუგალიიდან და საქართველოში მოღვაწე მღვდლები.

წმინდა წირვას ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო წარუძღვა.

ფატიმის ღვთისმშობლის ქანდაკების თითქმის ერთთვიანი მიმლოცველობა კავკასიაში ამით დასრულდა. 

მომლოცველობას თან ახლდა ინციდენტი, ქუთაისში, ქართველ კათოლიკეთა ისტორიულ ტაძარში, რომელიც ამჟამად მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრებშია, ქანდაკებით მომლოცველობა ადგილობრივმა მიტროპოლიტმა არ დაუშვა. 

ტაძრის ეზოსთან მისულ მომლოცველებს, რომელთაც საქართველოში პაპის ნუნციუსი უძღვებოდა, ეზო ლენტით შემოსაზღვრული დახვდათ.

კომენტარები