სალი მუნტარი

მუნტარიმ ბრაზილიაში გაჭირვებულებს ფული დაურიგა

განელმა ნახევარმცველმა სალი მუნტარიმ, შაბათს მთავარი მწვრთნელისგან უფლება მიიღო მასეიოს ქუჩებში გასულიყო და ხალხს შეხვედროდა.

იტალიური მილანის ფეხბურთელმა ბავშვებთან ერთად ფოტოები გადაიღო, მისცა ავტოგრაფები, ბოლოს კი ადგილობრივებს ფული დაურიგა.

ამ ფაქტის ამსახველი ვიდეო, ინტერნეტში მალე გამოჩნდა და დიდი პოპულარობით სარგებლობს. 

29 წლის ფეხბურთელმა გუშინ გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ შესანიშნავად ითამაშა. განას ნაკრებმა კი მოულოდნელად, ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს გუნდთან ფრედ ითამაშა.

სალი მუნტარიმ კარიერა იტალიურ უდინეზეში დაიწყო. მოგვიანებით კი ინგლისში, პორტსმუტში გადაბარგდა. მუნტარი ინტერში 16 მილიონ ევროდ გადავიდა , საიდანაც ინგლისურ სანდერლენდში იქნა განათხოვრებული. განელმა მილანთან სულ ცოტა ხნის წინ ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვითაც კლუბში 2016 წლის სეზონის ბოლომდე დარჩება.

კომენტარები