ნაციონალური მოძრაობა

ენმ ნადირაშვილისა და ჯაფარიძის დაკავების შესახებ ინფორმაციას უარყოფს

ცოტა ხნის წინ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საპარლამენტო უმცირესობის წევრები ირმა ნადირაშვილი და ზურაბ ჯაფარიძე აზერბაიჯანში დააკავეს, ნაციონალურ მოძრაობაში უარყოფენ. მათი თქმით, ისინი ნადირაშვილსა და ჯაფარიძეს უკვე ესაუბრნენ.

ინტერპრესნიუსმა გაავრცელა ინფორმაცია აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მიერ დეპუტატების შესაძლო დაკავების შესახებ, საზღვარზე ელექტროშოკური აპარატების და დიდი ოდენობით ფულადი თანხის გადმოტანის მცდელობის ფაქტზე. 

აღნიშნულ შემთხვევაზე ირმა ნადირაშვილმა კომენტარი უკვე გააკეთა.

”მე და ზურა ჯაფარიძე ამ წუთებში ვიმყოფებით ბაქოში, ძალიან მალე მივდივართ აეროპორტში და მოვყვებით 9-საათიან რეისსს. რა თქმა უნდა, ყველაფერს ველოდებით ამ მთავრობისგან და იმაზე უარესის დაბრალებასაც, რაც, როგორც აქ მომწერეს, ყოფილა გავრცელებული ინფორმაცია, თუ უნდათ, დაგვხვდნენ და ეს ელექტროშოკები თვითონ ნახონ”, - აღნიშნავს ნადირაშვილი.

კომენტარები